რა ინფორმაციას აგროვებთ ჩემ შესახებ?
ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ თქვენზე ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მონაცემები თქვენი დამსაქმებელის შესახებ, IP მისამართი, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, ფინანსური და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია თქვენს წარსულ და მიმდინარე ვალდებულებებზე.
როგორ აგროვებთ ჩემს მონაცემებს?
თქვენ პირადად გვაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაცია ასევე მოგვეწოდება cookie ფაილების (cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით, ჩვენი პროდუქტების ან ვებგვერდის გამოყენებისას, ამასთან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თქვენი მონაცემები მესამე პირებისგან.
რატომ აგროვებთ ჩემს მონაცემებს?
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს, იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია და სერვისები, გამოგიზავნოთ შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ, დავიცვათ როგორც ჩვენი და მესამე მხარის უფლებები და ინტერესები, ასევე მოქმედი კანონმდებლობა.
ვინმეს უზიარებთ ჩემს მონაცემებს?
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემების გაზიარება თქვენთვის მომსახურების გაწევის და ახალი სერვისების შემუშავების მიზნით. თქვენი მონაცემები გადაეცემა მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ გავყიდით ჩვენს ბიზნეს მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
რა უფლებები მაქვს ჩემს მონაცემებთან დაკავშირებით?
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ, ასევე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების შესწორება და იმ მონაცემების განადგურება, რომელიც კანონმდებობის და ჩვენი შიდა რეგულაციების თანახმად აღარ არის საჭირო დამუშავებისათვის. რიგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მაგალითად, მარკეტინგული შეტყობინებების შეწყვეტა და გარკვეული მონაცემების მოპოვება და გამოყენება.